მთავარიკუბიფეისბუკი ცნობილ ადამიანებს პლატფორმის წესების დარღვევის საშუალებას აძლევს

ფეისბუკი ცნობილ ადამიანებს პლატფორმის წესების დარღვევის საშუალებას აძლევს

გამოცემა The Wall Street Journal-მა მოიპოვა კომპანია ფეისბუკის გარკვეული დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც, ცნობილი ხდება, რომ არსებობს შიდა პროგრამა, სახელწოდებით XCheck, რომელიც ფეისბუკისა და ფეისბუკის კუთვნილებაში არსებული ინსტაგრამის 5,8 მილიონ მომხმარებელს, წესების დარღვევის მიუხედავად, ვერ ზღუდავს. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, შოუბიზნესის წარმომადგენლები, სპორტსმენები, ჟურნალისტები და ის ადამიანები, რომლებიც თავიანთ ანგარიშებს ცხოველების სახელებით მართავენ.

პროგრამის დახმარებით, ამ მომხმარებლებისთვის ფეისბუკის ალგორითმი ავტომატურად ვერ მალავს კონტენტს, რომელიც შეიძლება შეიცავდეს ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენის წახალისებას ან სექსუალური შინაარსის ინფორმაციას.

როგორც WSJ-ში აღნიშნავენ, ეს მომხმარებლები დამატებითი სანქციების გარეშე აქვეყნებდნენ ნებისმიერი შინაარსის შემცველ სტატუსებს, რომ კორონავირუსის ვაქცინები მომაკვდინებელია; რომ თითქოს ჰილარი კლინტონი დაკავშირებულია პედოფილების საიდუმლო ორგანიზაციასთან; ასევე ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას, რომ თითქოს დონალდ ტრამპმა მიგრანტებს „ცხოველები“ უწოდა.

თუ როგორ მუშაობს XCheck, The Wall Street Journal-ს ფეხბურთელ ნეიმარის ინსტაგრამ და ფეისბუკსტატუსები მოჰყავს. 2019 წელს მან გამოაქვეყნა ქალთან მიმოწერის ამსახველი ფოტოები. ქალი მას გაუპატიურებაში სდებდა ბრალს. იქვე ქალის შიშველი ფოტოებიც ჩანდა. როგორც წესი, ფეისბუკი მაშინვე შლის მსგავს კონტენტს, მაგრამ რადგანაც ნეიმარი ე.წ. „თეთრ სიაში იყო“, პოსტის ნახვა  სოციალურ ქსელში 24 საათის განმავლობაში შეეძლო საზოგადოებას. კომპანიის შიდა დოკუმენტებში წერია, რომ მიმოწერის ამსახველი ეს ფოტოები დაახლოებით 56 მილიონმა ადამიანმა ნახა, მას 6 ათასამდე გაზიარება ჰქონდა.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, 2020 წელს პროგრამა XCheck-ის მეშვეობით, აკრძალული შინაარსის მქონე სტატუსებს, სანამ კომპანია მათ წაშლიდა, დაახლოებით 16 მილიონი ნახვა ჰქონდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფეისბუკი ამ ეტაპზე ცდილობს, გააუქმოს ე.წ. „თეთრი სიები“. თავდაპირველად XCheck შეიქმნა იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაეყვანათ ე.წ. პიარხანძრები,  ანუ აერიდებინათ ის, რომ ფეისბუკს უსამართლოდ არ წაეშალა ან დაებლოკა რომელიმე ცნობილი ადამიანის ანგარიში.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend