მთავარისპორტილუის ჰემილტონისა და მაქს ვერსტაპენის შეჯახება

ლუის ჰემილტონისა და მაქს ვერსტაპენის შეჯახება

იტალიის გრანპრი მოულოდნელი შედეგით დასრულდა. რბოლის მიმდინარეობისას შეჯიბრის ფავორიტები, მაქს ვერსტაპენი და ლუის ჰემილტონი ერთმანეთს შეეჯახნენ და ასპარეზობა დაასრულეს.

ლუის ჰემილტონი მძიმე დაზიანებებისგან კოკპიტის დაცვის სისტემამ, ჰალომ იხსნა. ფავორიტების გამოთიშვით ისარგებლა “მაკლარენმა”, რომლის პილოტებმა, დანიელ რიკარდომ და ლანდო ნორისმა პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს.

მესამე პოზიციაზე ვალტერი ბოტასი გავიდა. საერთო ჩათვლაში კვლავ მაქს ვერსტაპენი ლიდერობს, მას 5 ქულით ლუის ჰემილტონი ჩამორჩება.

24-26 სექტემბერს რუმინეთის გრანპრი გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend