მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ბრაზილიის ნაკრებმა პერუ 2:0 დაამარცხა.
ანგარიში მეთხუთმეტე წუთზე ევერტონ რიბეირომ ნეიმარის პასით გახსნა, მეორმოცე წუთზე კი ნეიმარმა გოლიც გაიტანა და ბრაზილიამ სამი ქულა მოიპოვა.
ბრაზილია 24 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა, პერუს კი 8 ქულა აქვს და მეხუთეადგილოსან კოლუმბიას 5 ქულით ჩამორჩება.
ბრაზილია მომდევნო შეხვედრას 7 ოქტომბერს, ვენესუელას წინააღმდეგ გამართავს.