ჰონგ-კონგის პოლიციამ უსაფრთხოების კანონის დარღვევის გამო ბრალი წაუყენა „სანთლების აქციის“ ორგანიზატორებსა და მათ 3 ლიდერს. ყოველწლიური „სანთლების აქცია“ 1989 წლის ტიანანმენის მოედანზე ხალხის დარბევას უკავშირდება.
ორგანიზაცია „ჰონგ-კონგის ალიანსის“ წევრებმა ჩინეთის პატრიოტული დემოკრატიული მოძრაობის მხარდასაჭერად განაცხადეს, რომ მოძრაობის თავმჯდომარე ლი ჩეუკ-იანი, ასევე ვიცე-თავმჯდომარეები ალბერტ ჰო და ჩოუ ჰანგ ტუნგი დაკავებული არიან ძალაუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით.
ლი და ჰო ამჟამად სასჯელს 2019 წელს არასანქცირებული აქციების გამართვის ბრალდებით იხდიან.
ჩოუ და დანარჩენი 4 ბრალდებული ამ კვირას დააკავეს. მათ ეროვნული უსაფრთხოების გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნის შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
ხუთშაბათს პოლიცია „ჰონგ-კონგის ალიანსის“ შენობაშიც შევიდა და მათ დოკუმენტები და კომპიუეტერები ჩამოართვა.