მთავარიამერიკაკოლუმბიაკოლუმბიაში სამართალდამცველების დაკავებას ითხოვენ

კოლუმბიაში სამართალდამცველების დაკავებას ითხოვენ

ხუთშაბათს კოლუმბიის დედაქალაქში ბოგოტაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ქუჩაში შეკრებილები იმ პოლიციელების დასჯას ითხოვდნენ, რომლებმაც ერთი წლის წინ გამართულ აქციაზე დემონსტრანტები დაარბიეს.

მოძრაობამ, სახელწოდებით „9 სექტემბრის მსხვერპლი“ ბოგოტაში პოლიციის განყოფილების წინ აქცია გამართა.

„ჩვენ იმ მოქალაქეებს ვიხსენებთ, რომლებიც უსამართლობას არ შეეგუვნენ და პოლიციის მიმართ უკმაყოფილება გამოხატეს. იმის ნაცვლად, რომ სამართალდამცველებს მოქალაქეები დაეცვათ, მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასტიკად სცემეს და დახოცეს“, – ამბობს აქციის მონაწილე ხავიერ მურსია.

2020 წელს საპროტესტო აქციები და შეტაკებები სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ხავიერ ორდონიესის გარდაცვალებას მოჰყვა, იგი პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა.

მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა კარლოს ოლმეს ტრუხილიომ საჯაროდ აღიარა, რომ პოლიციელები ხავიერ ორდონიესის მკვლელობაში მონაწილეობდნენ და რომ პოლიციის ღირსება შეურაცხყვეს. 2020 წლის შეტაკებებისას ასობით ადამიანი დაშავდა, ხოლო 13 დაიღუპა. ყველა გარდაცვლილი 17-დან 30 წლამდე ახალგაზრდა იყო. მათი ოჯახის წევრები სამართლის აღდგენას ითხოვენ, თუმცა ჯერ ამ საქმეზე არც ერთი პირი არ დაუკავებიათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend