მთავარისპორტი"ძალიან ცუდი სანაკრებო შესვენება" - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა

“ძალიან ცუდი სანაკრებო შესვენება” – საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები სოფიაში ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრაში 4:1 დამარცხდა. ვილი სანიოლის გუნდიდან თავი ზურიკო დავითაშვილმა გამოიჩინა. ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის ეს ნაკრების მაისურით პირველი გოლია.

მიმდინარე სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრებმა სამივე შეხვედრა დათმო. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები ქართველებმა კოსოვოსა და ესპანეთის ნაკრებების წინააღმდეგ წააგეს.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ გულშემატკივარ ოქტომბერში უკეთეს გუნდს ნახავს.

“დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არც თუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. ბულგარეთის ნაკრებმა კარგი ფეხბურთი ითამაშა და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენა.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო შესვენება გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა, რაც საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშის არ ყოფნამ გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბერში უკეთ ვითამაშებთ” – ამბობს ვილი სანიოლი.

მომდევნო შეხვედრას გუნდი 8 ოქტომბერს, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend