მთავარიმსოფლიოაფრიკაბალულის ნაკრძალში მტაცებლების ყოველწლიური აღწერა მიმდინარეობს

ბალულის ნაკრძალში მტაცებლების ყოველწლიური აღწერა მიმდინარეობს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ლიმპოპოს პროვინციის ბალულის ნაკრძალში ყოველწლიური აღწერა მიმდინარეობს. ეს რეინჯერები და მკვლევრები ერთი თვის განმავლობაში მტაცებლების, ძირითადად ლომების, აღრიცხვას ატარებენ. ისინი მათ მოზიდვას იმპალას მეშვეობით ცდილობენ. ჯგუფი ასევე ხმის გამაძლიერებლებსაც იყენებს.

ბალულის ნაკრძალის უფროსი ზედამხედველი იან ნოვაკი ამბობს,  რომ იმპალას ხმა, რომელიც ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობით ისმის, მტაცებლის მოზიდვაში ეხმარებათ. ამით ისინი იმ მტაცებლების ინდეტიფიცირებას ახდენენ, რომლებიც ნაკრძალში ბინადრობენ. ცხოველების აღრიცხვას წელიწადში ერთხელ ატარებენ.  ამ გზით ისინი ლომების პოპულაციის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ.

20 წლის წინ ბალულის ნაკრძალის ადგილას საერთოდ არ იყვნენ ლომები, გასული წლის მონაცემებით კი, მათი რიცხვი 156-მდე გაიზარდა. საიდუმლო მათი საცხოვრებელი ადგილის პირობებშია. ბალულისა და მეზობლად არსებული კერძო პარკების გაერთიანებითა და ღობეების მოხსნით, შეიქმნა ბელგიის სიდიდის ტერიტორია.

იან ნოვაკის თქმით, ლომები ნაკრძალში თავს კარგად იმიტომ გრძნობენ, რომ აქ საკმაოდ დიდი ტერიტორიაა, სადაც თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ. აფრიკის სხვა ნაწილებში ტერიტორიების სიმცირე სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ. აქ კი ნაკრძალის წარმატებული მართვის პირობებში ლომების პოპულაცია გაიზარდა.

საბოლოო ჯამში ეს კარგი ამბავია სამხრეთ აფრიკის ლომებისთვის. ეს ყველაფერი კი მთავრობის მიერ ბუნების დაცვის მხრივ გაწეული შრომის,  ტურისტების შემოწირულობისა და კერძო ინვესტორების დამსახურებაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend