მთავარიმსოფლიოლეგენდარული ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჟან-პოლ ბელმონდო ფრანგული, ევროპული და მსოფლიო კინოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული ფიგურა იყო. მისი სახე, აგებულება, ხმა, ღიმილი და სახელი – ბელმონდო.

ბელმონდოს თავდაპირველი გატაცება ბოქსი იყო. შემდეგ თეატრი და ბოლოს კინო.

პირველი მნიშვნელოვანი როლი 1950 წელს ითამაშა, ასევე დამწყებ ჟან ლიუკ გოდარის ფილმში  „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“.

ეს იყო ფრანგული კინოს ახალი ტალღისა და უპრეცედენტო წარმატების დასაწყისი.

ჟან-პოლ ბელმონდომ 60 წლიანი კარიერის განმავლობაში კინოთეატრებში 130 მილიონამდე მაყურებელი მიიზიდა.

ფილმები ერთმანეთს მიჰყვა, სათავგადასავლო ფილმებიდან კომედიამდე თუ დრამატურგიამდე….

მიუხედავად იმისა, რომ ბელმონდო  უკვე 50 წელს იყო გადაცილებული, ის მუდამ კასკადიორების გარეშე მუშაობდა. მისი ბოლო დიდი წარმატება 1988 წელს კლოდ ლელუშის ფილმი „ბედისგან გათამამებული“ იყო.

შემდეგ კი კვლავ მის პირველ სიყვარულს, სცენას დაუბრუნდა, სადაც ასევე დიდ წარმატებას მიაღწია.

2001 წელს ბელმონდომ ინსულტი გადაიტანა, რის შედეგადაც იგი სცენასა და ეკრანებს 8 წლით დაემშვიდობა.

2011 წელს ბელმონდოს  კანის ფესტივალზე „ოქროს პალმის რტოს“ პრემია გადაეცა, ხოლო 2016 წელს, ვენეციაში ცხოვრებისეული მიღწევისთვის ჯილდო მიიღო .

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend