მთავარიმსოფლიოევროპადიდი ოცეულის შეხვედრაზე განიხილება „რომის პაქტი“, რომელიც ხელს შეუწყობს ვაქცინის ღარიბ ქვეყნებში...

დიდი ოცეულის შეხვედრაზე განიხილება „რომის პაქტი“, რომელიც ხელს შეუწყობს ვაქცინის ღარიბ ქვეყნებში განაწილებას

კორონავირუსი და ევროპა

შესაძლოა, მალე შედგეს შეთანხმება, რომლის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა მიეწოდოს ყველას, მათ შორის ყველაზე დაუცველ და ღარიბ ქვეყნებს. იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა დიდი ოცეულის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ე.წ. „რომის პაქტი“ დიდად დაეხმარება ღარიბ ქვეყნებს. იგი იმედოვნებს, რომ დღის ბოლოს გეგმის კონკრეტული პუნქტები შემუშავდება.

იტალიის ჯანდაცვის მინისტრ რობერტო სპერანცას განცხადებით, ე.წ. „რომის პაქტი“, რომელზეც ისინი მუშაობენ, გულისხმობს, რომ ვაქცინის მიღების უფლება ყველას აქვს და მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოს  არ უნდა ჰქონდეს პრივილეგია.

მისი თქმით, ეს სწორედ ის გამოწვევაა, რომლის წინაშეც ყველა ქვეყანა დგას. ისინი აგრძელებენ მუშაობას იმ იმედით, რომ შეთანხმება მალე შედგება.

ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტი მიმდინარე თვეს დაინერგება დიდ ბრიტანეთშიც. ვაქცინაციის საკითხებში დიდი ბრიტანეთის მინისტრის განცხადებით, ეს იმისთვის კეთდება, რომ ეკონომიკური ზრდა არ შეფერხდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, აიცრებიან თუ არა 12-15 წლამდე ასაკის მოზარდები.

ნადიმ ზაჰავი, დიდი  ბრიტანეთის მინისტრი  ვაქცინაციის საკითხებში, აღნიშნავს, რომ სექტემბრის ბოლოს, როდესაც ყველას ექნება შესაძლებლობა, სრულად იყოს აცრილი, დიდ შეკრებებზე შემთხვევათა მკვეთრი მატებისგან თავის ასარიდებლად საჭირო იქნება სერტიფიცირების პროცესის დანერგვა. მისი თქმით, ფეხბურთის ასოციაციამ შესანიშნავად გაართვა თავი ამ საკითხს. ნადიმ ზაჰავის შეფასებით, ეს სწორად გადადგმული ნაბიჯებია.

ამსტერდამში კი ათასობით ადამიანი გამოვიდა კორონავირუსის შეზღუდვების საწინააღმდეგოდ. ორგანიზატორების განცხადებით, შეზღუდვების დაწესებიდან ნიდერლანდებში ეს ყველაზე მასობრივი დემონსტრაცია იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend