მთავარიმსოფლიოავსტრალიაავსტრალიაში გაუჩინარებული 3 წლის ენტონი პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟმა იპოვა

ავსტრალიაში გაუჩინარებული 3 წლის ენტონი პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟმა იპოვა

3 წლის ენტონი „ეიჯეი“ ელფალაკი, რომელიც სამი დღის წინ ავსტრალიის ტყეში დაიკარგა, 6 სექტემბერს მდინარეში მჯდომი იპოვეს, იგი პეშვით მდინარის წყალს სვამდა. ენტონი სიდნეის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ პუტის მახლობლად სახლიდან პარასკევს დილით გაუჩინარდა.

ორშაბათს დილით, 6 სექტემბერს, პოლიციის ვერტმფრენის ეკიპაჟმა იგი სახლიდან 470 მეტრის დაშორებით, მდინარეში შენიშნა.

სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფლებელია,  თუმცა დაკვირვების მიზნით, იგი საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეს.

ბავშვის მამამ განაცხადა, რომ ეიჯეი ჭიანჭველებისგან იყო დაკბენილი და მას ნაფხაჭნები აღენიშნებოდა.

ბავშვი იმ მიდამოებში იპოვეს, სადაც მანამდეც ეძებდნენ.
ადგილობრივი პოლიციის ზედამხედველის განცხადებით, ბავშვმა სავარაუდოდ, მთელი დრო ტყეში გაატარა.

იმ ადგილას, სადაც ბავშვი იმყოფებოდა, ტემპერატურა ღამით 6 გრადუსამდე დაეცა. თუმცა ეიჯეი გადარჩა იმით, რომ მან სასმელ წყალს მიაგნო.

ყველაზე დიდი საფრთხე ბავშვის ორგანიზმის გაუწყლოვანება იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend