მთავარიმსოფლიოროგორ უმკლავდებიან კოვიდს მსოფლიოში

როგორ უმკლავდებიან კოვიდს მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ჯერ კიდევ არ აქვს კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზა მიღებული, ბრაზილიის ქალაქებში ხანში შესული ადამიანების ე.წ. „ბუსტერ დოზით“ აცრა დაიწყეს. ქვეყანაში ხალხის დელტა ვარიანტით ინფიცირებისგან დაცვას ცდილობენ.

რიო-დე-ჟანეირო ამჟამად დელტა ვარიანტის გავრცელების ეპიცენტრია, ქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა ხანში შესული მოსახლეობის რაოდენობით. სწორედ ამიტომ,  ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოთხშაბათიდან მესამე დოზის გამოყენება დაიწყეს.

ჯანმოს ინფორმაციით, ბრაზილიის 210-მილიონიანი მოსახლეობიდან სრულად ვაქცინირებულია 55 მილიონი ადამიანი.

გუშინ კი ავსტრალიამ „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000 დოზა მიიღო სინგაპურისგან, იმ პირობით, რომ ავსტრალია დეკემბერში იმავე რაოდენობის დოზებს დაუბრუნებს სინგაპურს.

სამხრეთი უელსის შტატში კი ერთ დღეში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ავსტრალიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი –  1431 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ახალი სამხრეთი უელსის შტატის პრემიერის გლედის ბერეჯიკლიანის განცხადებით, გავრცელების პიკს 2 კვირაში ელიან. ამავდროულად, ქვეყანაში გრძელდება ვაქცინაციის პროცესი.

ენტონი ფაუჩის აზრით, იმისათვის, რომ ამერიკელები სრულად იყვნენ ვაქცინირებული, საჭირო იქნება მესამე დოზით აცრა.

თეთრი სახლის ბრიფინგზე ენტონი ფაუჩიმ ისიც აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამსახურმა უნდა მიიღონ.

თუმცა ფაუჩის მიაჩნია, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება კორონავირუსისგან გრძელვადიანი დაცვის უზრუნველსაყოფად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend