მთავარიევროპაიტალიარობერტო ბენინის ოქროს ლომის პრემია გადაეცა

რობერტო ბენინის ოქროს ლომის პრემია გადაეცა

ვენეციის კინოფესტივალზე წელს პირველი ოქროს ლომი ოსკაროსან იტალიელ მსახიობსა და რეჟისორს, რობერტო ბენინის ცხოვრებისეული მიღწევისთვის გადაეცა.

იქამდე ბენინის ცხოვრებაში არაერთი ჯილდო იყო. რეჟისორს 1999 წელს სამი ოსაკარი გადაეცა ფილმისთვის „ცხოვრება მშვენიერია“, რომლის თანაავტორი, რეჟისორი და მსახიობია. 2019 წელს კი ბენინი მატეო გარონეს „პინოქიოში“, ჯეპეტოს როლით დაუბრუნდა დიდ ეკრანებს.

„პინოქიო“, რომელმაც იტალიაში საკმაოდ დიდი შემოსავალი მოიტანა, ამერიკაში ახლახან გამოვიდა და 2021 წლის ოსკარზე შემდეგ კატეგორიებშია ნომინირებული: საუკეთესო კოსტიუმების დიზაინი და ასევე საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა.

კუძულ ლიდოზე, ვენეციის კინოფესტვალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ალბერტო ბარბერამ განაცხადა, რომ ერთეულ არტისტებს თუ აქვთ ისეთი მსახიობური ნიჭი, როგორიც ბენინის.

თავად ბენინიმ მოპოვებული  ჯილდო, პირველ რიგში, მის მეუღლეს, ნიკოლეტა ბრასკისა და შემდეგ ყველა იმ რეჟისორს მიუძღვნა, რომელთაც, მისი თქმით, მისი წარმატების ყოველთვის სჯეროდათ.

„ვინც ასეთ არაჩვეულებრივ საჩუქარს იღებს, როგორც წმინდა ამბროსი ამბობს, ერთადერთი ვალდებულება აქვს, რომ გამოხატოს მადლიერება. მან თქვა, რომ პირველი მოვალეობა მადლიერების გამოხატვაა და სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ. ამიტომ მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც მე ვუყვარდი და უბრალოდ სჯეროდა ჩემი ჯერ კიდევ მაშინ, როცა კარიერას ვიწყებდი. მადლობა მათ, ვინც შოუ-ბიზნესის სამყაროს გამაცნო. მე ღარიბი ოჯახიდან მოვდივარ, არაფრიდან, არაჩვეულებრივი, არისტოკრატული გაჭირვებიდან, ნამდვილი გაჭირვებიდან. შესაბამისად, ბევრი ადამიანი დამეხმარა იმ გზის გავლაში, რომელმაც ამ არაჩვეულებრივ საჩუქრამდე მომიყვანა“, – თქვა რობერტო ბენინიმ.

ვენეციის კინოფესტივალი 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend