მთავარი საქართველო საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 81 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 81 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 435 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 334 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 101 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 212 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 556 909-ს.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 1 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.94%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.85% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.13%.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend