მთავარი ევროპა რუსეთი კოვზების მუზეუმი

კოვზების მუზეუმი

რუსეთის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ნიტვაში, მდებარეობს კოვზების მუზეუმი, რომელშიც 80 ქვეყნიდან შეგროვებული სხვადასხვა ფორმის, ზომისა და მასალის 5000-ზე მეტი ეგზემპლარია წარმოდგენილი.

მუზეუმი 2003 წლიდან ფუნქციონირებს და წელიწადში მას 15 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

ორნამენტებით მორთული მე-18 საუკუნის მდიდრული არტეფაქტები შესაძლოა, ვინმეს სამკაულებიც კი ეგონოს. თუმცა, სინამდვილეში, ეს კოვზებია, რომლებიც  რუსეთის დასავლეთ მხარეს, ნიტვაში, კოვზების მუზეუმშია წარმოდგენილი. ამ მუზეუმში სხვადასხვა ფორმის, ზომისა და მასალის 5000-მდე ნიმუშია, რომლებიც მსოფლიოს 80 ქვეყნიდან შეგროვდა.

როგორც ერთ-ერთი დამთვალიერებელი ნატალია ტრეტიაკოვა ამბობს, მას სახლში მამას ნაქონი კოვზი აქვს. მამამ მთელი ომი გამოირა და, სავარაუდოდ, ის გერმანიიდან ჩამოიტანა. როგორც მუზეუმის გიდი აღნიშნავს, ომში ყველას თავისი კოვზი ჰქონდა. ნატალიას მამის კოვზზე ვიღაცის სახელიც კი იყო ამოტვიფრული.

მუზეუმი 2003 წელს გაიხსნა, როგორც ნიტვის ისტორიის ადგილობრივი მუზეუმის ნაწილი. გაჩნდა იდეა, რომ კოვზების კოლექციით მუზეუმი შექმნილიყო, რადგან აქ მდებარეობს მეტალურგიული ქარხანა, რომელიც კოვზებსა და სხვა ჭურჭელს 1938 წლიდან აწარმოებს. მათი დამზადება, ერთი შეხედვით, ადვილია, თუმცა რეალურად კოვზის წარმოება 40-მდე ტექნოლოგიურ პროცესს მოითხოვს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend