მთავარიმსოფლიოდოჰაში გამართულ შეხვედრაზე ჰეიკო მაასმა „თალიბანთან“ მოლაპარაკეკების აუცილებლობაზე ისაუბრა

დოჰაში გამართულ შეხვედრაზე ჰეიკო მაასმა „თალიბანთან“ მოლაპარაკეკების აუცილებლობაზე ისაუბრა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა დოჰაში გამართული ვიზიტის დროს ავღანელი ლტოლვილების ევაკუაციის საკითხზე, ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და „თალიბანთან“ მოლაპარაკებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ავღანეთში არასტაბილური მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს და მნიშვნელოვანი პრობლემები მოგვარდეს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შედეგებს უკვე გრძნობენ ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები.

ევროპელი ლიდერები ავღანეთიდან წამოსული მიგრანტების ნაკადის მართვას ცდილობენ.  მათ სურთ, დაამყარონ ურთიერთობები ძალაუფლებაში მყოფ „თალიბანთან“.

ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასმა დოჰაში ვიზიტის დროს ისაუბრა. დოჰაში დაჩქარებული წესით ევაკუაციის გეგმებს განიხილავენ.

ჰეიკო მაასი აღნიშნავს, რომ პროცესებში ჩართული ყველა მხარე აცნობიერებს, რომ ვითარება მყისიერ რეაგირებას მოითხოვს და საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია ამ არაორდინარულ ვითარებასთან გამკლავება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, „თალიბანის“ გარეშე შეუძლებელია მოლაპარაკებების გამართვა. პირველ რიგში, მათ უნდა გადაჭრან მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა აეროპორტის მუშაობა, მეორე მხრივ, კი ისინი ვერ დაუშვებენ, რომ ავღანეთში არასტაბილური ვითარება იყოს.

მაასის აზრით, პრიორიტეტული საკითხი იმ ავღანელების დახმარებაა, რომლებიც საევაკუაციო თვითმფრინავებით გაემგზავრნენ. მან ასევე აღნიშნა, რომ „თალიბანის“ მმართველობის პერიოდში ავღანეთში შესაძლოა ჰუმანიტარული კრიზისი დაიწყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend