მთავარი სპორტი ჟერომ ბოატენგი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

ჟერომ ბოატენგი კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს

გერმანელი მცველი, ჟერომ ბოატენგი კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს. 32 წლის მცველს “ბაიერნ მიუნხენთან” კონტრაქტი ამოეწურა და უფასო ტრანსფერით “ლიონს” შეუერთდება.

“რეკორდმაისტერმა” მას ახალი ხელშეკრულება არ შეთავაზა. ბოატენგმა მიუნხენურ კლუბში 10 წელი გაატარა და 24 ტიტული მოიგო.

“ლიონმა” სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე “ლივერპულისა” და “ბაიერნის” ყოფილი ნახევარმცველი, ჯერდან შაქირი გაიფორმა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend