ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგანმა პირველ ტურში სებასტიან კორდა დაამარცხა.
კორდამ მატჩის დასრულება ტრავმის გამო ვერ შეძლო. მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მაქსიმ კრესი იქნება.
გამარჯვება და შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვეს მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგნებმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ეშლი ბარტიმ.