მთავარიdraft geoანტუან გრიზმანი "ატლეტიკო მადრიდში" დაბრუნდა

ანტუან გრიზმანი “ატლეტიკო მადრიდში” დაბრუნდა

ფრანგი ფორვარდი, ანტუან გრიზმანი “ატლეტიკო მადრიდს” დაუბრუნდა. 30 წლის შემტევი დიეგო სიმეონეს გუნდს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით შეუერთდა, სეზონის დასრულების შემდეგ კი მადრიდელები მის შეძენას 40 მილიონ ევროდ შეძლებენ.

გრიზმანი “ატეტიკოდან” “ბარსელონაში” 2019 წელს 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კატალონიელთა მაისურით 38 გოლი გაიტანა.

გრიზმანი “ატლეტიკოს” მაისურით 2014-2019 წლებში თამაშობდა.

“ბარსელონამ” გრიზმანის შესაცვლელად “სევილიას” ფორვარდი, ლუუკ დე იონგი გადაიბირა, “ატლეტიკოს” ნახევარმცველი, საულ ნიგესი კი იჯარის წესით ლონდონის “ჩელსის” შეუერთდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend