მთავარი აზია ავღანეთი რას წარმოადგენს "თალიბანი" და როგორია მისი ისტორია?

რას წარმოადგენს “თალიბანი” და როგორია მისი ისტორია?

ავღანეთის ტერიტორია მოკავშირეთა ბოლო ჯარისკაცმა დატოვა, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ომი დასრულდა.

სტატუს-კვო კი 20 წლის წინანდელის მსგავსია, ავღანეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს “თალიბანი” აკონტროლებს, ისევე როგორც 2001 წელს.

რას წარმოადგენს თალიბანი, როგორია მისი ისტორია და ბუნება?

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის ლიდერები პრაგმატული მიზეზებით საკუთარი თავის ზომიერ ძალად წარმოჩენას ცდილობს, ავღანელთა ნაწილი “თალიბანთან” ერთად მომავალს შიშით უყურებს.

“თალიბანი” ავღანურ ენაზე მოსწავლეებს ან მაძიებლებს ნიშნავს, საკუთარ თავს კი “თალიბანი” ავღანეთის ისლამურ ემირატს უწოდებს.

“თალიბანის” იდეოლოგია სამხედრო მოტივებზე დაფუძნებულ ისლამს და შარიათის კანონებს აერთიანებს, ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობა კი ეთნიკური პაშტუნია.

“თალიბანი” ავღანურ პოლიტიკურ სცენაზე პირველად 1994 წელს, სამოქალაქო ომის დროს გამოჩნდა.

თავდაპირველად მათ უმრავლესობას, ავღანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში მცხოვრები თალიბები, იგივე სტუდენტები წარმოადგენდნენ, მათ კი განათლება ტრადიციული ისლამის სასწავლებლებში მიიღეს.

დროთა განმავლობაში “თალიბანის” გავლენა გაიზარდა და საბოლოო ჯამში მათ ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ქვეყანაში ტოტალიტარული ხასიათის რელიგიური მმართველობის დამყარება შეძლეს, დედაქალაქად კი “თალიბებმა” ქალაქი ყანდაარი აარჩიეს.

“თალიბანის” პირველმა მმართველობამ 1996 წლიდან 2001 წლამდე გასტანა, ამ პერიოდში “თალიბანი” საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის სამიზნე ხშირად გამხდარა, მიზეზი კი მრავალი იყო.

მაგალითად – “თალიბანის” წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს გაერთიანებული ერების მიერ ავღანეთის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარულ დახმარების გაწევას, როდესაც ქვეყანაში 160 ათასამდე ადამიანი შიმშილობდა.

“თალიბანის” მმართველობისას ქვეყანაში აკრძალული იყო მედია, მუსიკა, ფოტოგრაფია, ქალებს კი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა აკრძალული ჰქონდათ.

“თალიბანის” მიერ პირველად ხელისუფლებაში მოსვლამდე, ავღანეთის უახლესი ისტორიის 20 წელიწადი უკვე დატვირთული იყო მძიმე მოვლენებით.

სამოქალაქო კონფლიქტმა და საბჭოთა ინტერვენციამ ავღანელ ერს მშვიდობიანი განვითარების საშუალება არ მისცა.

2021 წლის 31 აგვისტოს კი ავღანელი ერი უკან მომავალში დაბრუნდა, მიუხედავად იმისა რომ აჰმად შაჰ მასუდის შვილი, აჰმად მასუდი თალიბანს წინააღმდეგობას პანჯშირის პროვინციაში უწევს, დიდი ალბათობით ავღანეთის ტერიტორიისა და მოსახლეობის დიდი ნაწილი თალიბანის ძალადობრივი რეჟიმის პირობებში გააგრძელებს ცხოვრებას.

უახლესი

სხვა ამბები

თალიბანითალიბანი

Send this to a friend