მთავარიევროპაჩეხეთის რესპუბლიკაჩეხეთის კარლოვი-ვარის კინოფესტივალი დასრულდა

ჩეხეთის კარლოვი-ვარის კინოფესტივალი დასრულდა

ფესტივალის კრიტიკოსთა ჯილდო „ფედეორა“ გადაეცა ქართულ ფილმს „ოთარის სიკვდილი“

ჩეხეთის რესპუბლიკის კურორტ კარლოვი-ვარიში გამართულ ყოველწლიურ კინოფესტივალს ასობით კინომოყვარული სტუმრობდა. ღონისძიებას ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯონი დეპიც ესწრებოდა.

სტუმრებს შორის იყო მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი ითან ჰოუკი, რომელსაც ფესტივალის პრესტიჟული ჯილდო გადაეცა.

„ეს არის ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანები კინოს უყურებენ როგორც ხელოვნებას და არა ბიზნესს. მე ამას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ“, – ამბობს მსახიობი ითან ჰოუკი.

სერბმა რეჟისორმა სტეფან არსენიევიჩმა მოიპოვა ფესტივალის მთავარი ჯილდო ფილმისთვის „სტრაჰინია“, რომელიც მიგრაციის თემას შეეხება.

„ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ფილმის გადაღებაში დევნილთა ბანაკებში მცხოვრები მიგრანტები დაგვეხმარნენ. ის ადამიანები, რომლებიც მასობრივ სცენებში თამაშობენ, ნამდვილი დევნილები არიან. ჩვენ მათ ფილმში მონაწილეობა შევთავაზეთ“, – იხსენებს რეჟისორი სტეფან არსენიევიჩი.

ჯილდო ასევე ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ფრანგმა მსახიობმა იბრაჰიმ კომამაც აიღო.

„არ ვიცი, დღეს შევძლებ თუ არა დაძინებას. თუმცა ამ ჯილდოს შემყურე შეიძლება მოვახერხო. ძალიან მძიმეა, ძლივს მიჭირავს“, – თქვა მსახიობმა იბრაჰიმ კომამ.

ფილმი შუა საუკუნეების პოემა „სტრაჰინია ბანოვიჩით“ არის შთაგონებული. „სტრაჰინიაში“ ორი აფრიკელი მიგრანტის ისტორიაა გადმოცემული.

ფესტივალის კრიტიკოსთა ჯილდო „ფედეორა“ გადაეცა ქართულ ფილმს „ოთარის სიკვდილი“, რომლის რეჟისორი სოსო ბლიაძეა. ფილმი მოგვითხრობს  ორი ოჯახის შესახებ, რომელიც უბედურმა შემთხვევამ დააახლოვა ერთმანეთს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend