მთავარიევროპაგერმანიამომავალი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში

მომავალი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში

გამოკითხული მოსახლეობის მეოთხედს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემს ხმას

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ერთ თვეში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წინასწარი გამოკითხვების თანახმად, გამოკითხულ მოქალაქეთა 25 პროცენტს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება თუკი რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემს ხმას. მომავალ არჩევნებში ძირითადი პოლიტიკური აქტორები მწვანეთა პარტია და მათი კანცლერობის კანდიდატი ანალენა ბაერბოკი, ქრისტიან დემოკრატიული პარტია და არმინ ლაშეტი და სოციალ-დემოკრატიული პარტია და მისი ლიდერი ოლაფ შოლცი იქნებიან. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები ამბობენ:

„გულწრფელად რომ გითხრათ არ მაქვს გადაწყვეტილი რომელ პოლიტიკურ პარტიას დავუჭირო მხარი, მიმაჩნია, რომ წარდგენილი ფიგურებიდან არც ერთს ძალუძს ქვეყნის სწორი გზით წაყვანა.“

„მე არც ერთი კანდიდატი არ მომწონს, ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად არ ვიცი რომელ პოლიტიკურ პარტიას დავუჭერ მხარს.“

საკვლევი ინსტიტუტის ფორსას მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ყველასათვის მოულოდნელად სოციალ-დემოკრატიული პარტია ქრისტიან დემოკრატიულ პარტიას 23 პროცენტიანი მხარდაჭერით უსწრებს და პირველ ადგილზეა.

ერთი თვის წინ კი უპირატესობით ამჟამად მეორე ადგილზე მყოფი ქრისტიან დემოკრატიული პარტია სარგებლობდა. იგივე გამოკითხვის შედეგად მწვანეთა პარტიას 18 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. ლიბერალურ პარტიას კი 12 პროცენტი უჭერს მხარს.

დიუსელდორფის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, გრეგორ ზონსი კი მომავალი არჩევნების განსაკუთრებულ ხასიათზე საუბრობს:

“პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეს განსაკუთრებულ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები იქნება. პირველად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში მოქმედი კანცლერი აღარ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ნათელია, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენს სახელმწიფოს ახალი კანცლერი ეყოლება“, – მიიჩნევს დიუსელდორფის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი გრეგორ ზონსი.

სავარაუდოდ, ახალი სამთავრებო კოალიცია შეიქმნება, მაგრამ რა შემადგენლობის იქნება ეს კოალიცია? საინტერესოა თუ რითი აიხსნება შედეგების ასეთი ცვალებადობა.

ის ფაქტი, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეთა დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერს მხარს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend