ქართველმა შემტევმა, საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატის მეორე ტურში გოლი გაიტანა. “ჰათაისპორის” მაისურით ქართველმა ნახევარმცველმა “გალათასარაის” წინააღმდეგ თავი მეოთხე წუთზე გამოიჩინა.
26 წლის ფეხბურთელის სწრაფი გოლის მიუხედავად “ჰათაისპორი” მეტოქესთან 2:1 დამარცხდა.
მომდევნო შეხვედრას ქართველი ლეგიონერის გუნდი 28 აგვისტოს, ალანიასპორის წინააღმდეგ გამართავს.