მთავარისაქართველოჯანდაცვის სპეციალისტები პედაგოგებისა და მოზარდების აცრის აუცილებლობაზე საუბრობენ

ჯანდაცვის სპეციალისტები პედაგოგებისა და მოზარდების აცრის აუცილებლობაზე საუბრობენ

20 აგვისტოდან საველე ჰოსპიტალმა სრული დატვირთვით მუშაობა დაიწყო. დიღომის საველე ჰოსპიტალში 9 პაციენტი მოთავსდა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ დასტაბილურდება მედიკოსების ვარაუდით, ჯანდაცვის სექტორი სასწავლო პროცესის დასწრებით განახლების რეკომენდაციას არ გასცემს.

მედიკოსების თქმით, ვირუსი ახლა ბავშვებშიც ცირკულირებს და საფრთხეს მხოლოდ პედაგოგებისთვის არ წარმოადგენს. სპეციალისტების განცხადებით, სასწავლო დაწესებულებებში დასაქმებულთა და მოზარდთა ვაქცინაცია უნდა დაჩქარდეს.

ეპიდსიტუაცია გაუარესებულია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებშიც. ბავშვების უმრავლესობის მართვა შესაძლებელია სახლებში, შესაბამისად იმდენი პრობლემა არ უნდა შექმნას, რამდენიც მოზრდილ მოსახლეობაში. აუცილებელია, რომ 12 წლის ასაკიდან დავიწყოთ ვაქცინაცია და ეს მშობლებსაც უნდა გავაგებინოთ. ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია დავიცვათ დისტანცია, ვატაროთ პირბადე, თავი შევიკავოთ მასობრივი შეკრებებისგან. პედაგოგებთან უნდა მოვახერხოთ სწორი კომუნიკაცია, რათა მასობრივად აიცრან და არ შეექმნათ საფრთხე მოსწავლეებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში სასწავლო პროცესის დასწრებით განახლება საშიში იქნება“, – აცხადებს პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი.

20 აგვისტოდან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ. სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის ცხრა საათიდან  საღამოს ექვს საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი.

“დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მოქალაქეები ვაქცინაციაზე რეგისტრაციას შეძლებენ. სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი. მომხმარებლები ვაქცინაციაზე ახლობლებისა და ოჯახის წევრების დარეგისტრირებასაც შეძლებენ. სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა.

სამომხმარებლო პროდუქციაზე, მომსახურებასა და მედიკამენტებზე გაძვირებული ფასებისა და გაზრდილი კომუნალური გადასახადების ფონზე,  მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა პროგრამაში არიან ჩართული, მომდევნო 1 წლის განმავლობაში შეუძლიათ დასაქმდნენ. დამატებითი შემოსავლის მიღების პარალელურად, მათ სოციალურ დახმარებას სახელმწიფო არ მოუხსნის.

„ის მოქალაქეები, ვინც სარგებლობენ სახელმწიფო სოციალური დახმარებით, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ერთი წლით შეძლებენ დასაქმდნენ ისე, რომ სახელმწიფო მათ სოციალურ დახმარებას არ მოუხსნის. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი, მათ დახმარება გაუუქმდებათ, თუ დასაქმებულის სტატუსით დარჩებიან. აქამდე ასე არ იყო“, – განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში პედაგოგების 30-დან 40%-მდე უკვე ვაქცინირებულია. სამედიცინო პერსონალის საერთო რაოდენობიდან კი ჯამურად 67%-ია აცრილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, თუ პედაგოგების და ადმინისტრაციული პერსონალის 80% მაინც აიცრება, შესაძლოა სასწავლო დაწესებულებებში სწავლა დასწრებით განახლდეს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend