მთავარიმსოფლიოაფრიკაკოტ-დ’ივუარში ებოლას ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა

კოტ-დ’ივუარში ებოლას ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა

გაეროს ჯანდაცვის სააგენტოში განაცხადეს, რომ კოტ-დ’ივუარში ებოლას მომაკვდინებელი ვირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი 18 წლის პირს დაუდგინდა, რომელიც აბიჯანში გასულ ოთხშაბათს გვინეიდან ხმელეთის გავლით, ავტობუსით, ჩავიდა. როგორც ცნობილია, გვინეის დატოვებისას მას უკვე გარკვეული სიმპტომები ჰქონდა. იგი ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობენ.

კოტ-დ’ივუარის ჯანდაცვის მინისტრის პიერ ნგუ დემბას განცხადებით, მათ იციან, რომ საავადმყოფოში გადაყვანამდე პაციენტი აბიჯანიში იყო. ასე რომ, ყველა ის ადამიანი, რომელიც შეიძლება კონტაქტად ჩაითვალოს, უნდა აიცრას.

ვაქცინაცია უკვე დაწყებულია და  მინისტრი იმედოვნებს, რომ უახლოეს დღეებში აიცრება ის 2000 ადამიანიც, რომელიც პაციენტის სავარაუდო კონტაქტია.

ებოლა ინფიცირებული ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით გადადის, იწვევს მაღალ სიცხესა და შეუჩერებელ სისხლდენას. კოტ-დ’ივუარში შემთხვევის დადასტურებიდან 48 საათში მაღალი რისკის მქონე მოსახლეობის აცრა დაიწყო.

ადგილობრივი მკვიდრი და  მაღაზიის მეპატრონე ელის გუეი აცხადებს, რომ იგი აცრაზე მივიდა, რადგან მას შეეშინდა ებოლასი, რომლის შესაბამისი წამალიც არ არსებობს. ხოლო აცრით იგი თავს უფრო დაცულად იგრძნობს.

სტუდენტი სოლომონ იობუე აცხადებს, რომ ეს მომაკვდინებელი ვირუსია. შესაბამისად, მისი აზრით, უმჯობესია, აცრის წყალობით დაავადება თავიდან აიცილო.

ჯანმოში აცხადებენ, რომ ბოლო ინფორმაციით, ებოლას მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული და ერთ საეჭვო შემთხვევას იკვლევენ. კოტ-დ’ივუარში ვირუსით ჯერჯერობით არავინ გარდაცვლილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend