მთავარიაზიაავღანეთიმმართველობის მესამე დღეს თალიბანმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა

მმართველობის მესამე დღეს თალიბანმა მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის დაცემიდან 3 დღე გავიდა.

თალიბანის მეომრებს მთელი დედაქალაქის მასშტაბით გამშვები პუნქტები აქვთ დაყენებული.

თალიბანის წარმომადგენელთა განცხადებით მათი ერთ-ერთი უპირველესი ამოცანა დედაქალაქში არსებული საელჩოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

,„ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვემსახურებით ჩვენს ხალხს. ჩვენ მოსახლეობის კერძო საკუთრებასაც დავიცავთ. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ მოსახლეობისათვის კარგი ცხოვრების უზრუნველსაყოფად. არავის მივცემთ საშუალებას ჩვენი მოსახლეობა შეაწუხოს“, – განაცხადა თალიბანის მებრძოლმა ტაებიმ.

თალიბანის წარმომადგენლები მათი სამხედრო კამპანიის დაწყების დღიდან, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ დაპირებებს იძლეოდნენ, ავღანეთის მოსახლეობის ნაწილი კი ამ დაპირებებს სკეპტიკურად უყურებდა და არცთუ ისე უსაფუძვლოდ ვინაიდან თალიბანის მიერ ხელისუფლებაში მოსვლიდან მესამე დღეს, თალიბანის მეომრებმა მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს.

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში მოსახლეობის ნაწილმა, 1919 წელს დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების დღესთან დაკავშირებით, თალიბანის დროშა ჩამოხსნა და ავღანეთის ძველი დროშა აღმართა.

თალიბანის მეომრებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაიჭრა.

ავღანეთიდან თვეების წინ წასული ადამიანები კი ირანის ისლამური რესპუბლიკის გავლით თურქეთის სახელმწიფო საზღვარს მიადგნენ.

თურქეთის რესპუბლიკა კი, სადაც დევნილთა რაოდენობა უკვე 4 მილიონს აჭარბებს, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან სახელმწიფო საზღვარზე დამატებით სასაზღვრო ინფრასტრუქტურას აშენებს.

ავღანეთიდან დევნილი ფეროზი განვლილ გზაზე საუბრობს.

„ გზაში ბევრი უსიამოვნება გადაგვხდა თავს. 10 დღეში ირანის საზღვარს მივაღწიეთ, 2 დღეში კი თურქეთამდე მოვედით. გზაში წყალი გვწყუროდა და გვშიოდა. მთების გადმოვლა მოგვიწვია, უკან კი პოლიცია მოგვსდევდა. იმედი გვაქვს, თურქეთში მშვიდობიანად არსებობის საშუალება მოგვეცემა, “ – ამბობს ავღანეთიდან დევნილი ფეროზ სედიქი.

ევროპის მასშტაბით ავღანეთიდან დევნილ მოსახლეობას დროებით თავშესაფარს მისცემენ. დევნილებს იმედი აქვთ, რომ ისინი ერთ დღეს ევროპიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხვდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend