მთავარიკუბიქართული დელეგაცია SpaceX-ში

ქართული დელეგაცია SpaceX-ში

SpaceX ​ საქართველოს საპილოტო ქვეყნად განიხილავს, რომელსაც თანამგზავრული ინტერნეტი მიეწოდება

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, SpaceX საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მიღებას ცდილობს და ამაში ამერიკულ კომპანიას თავად ინოვაციების სააგენტო ეხმარება. SpaceX ​განიხილავს საქართველოს საპილოტო ქვეყნად, რომელსაც თანამგზავრული ინტერნეტი მიეწოდება.

ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის პროექტის Starlink-ის მიზანია დედამიწის გლობალური თანამგზავრული ინტერნეტით უზრუნველყოფა და ინტერნეტით მთელი პლანეტის დაფარვა.

SpaceX-ს დედამიწის ორბიტაზე ასეულობით თანამგზავრი უკვე ჰყავს გაშვებული და ეტაპობრივად კიდევ 40 000 ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend