მთავარიამერიკაკანადაკანადაში 20 სექტემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

კანადაში 20 სექტემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 სექტემბერს დანიშნა. კანადის მოსახლეობის ვაქცინაციის მსოფლიოში მოწინავე მაჩვენებლისა და გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობის წყალობით ტრიუდოს იმედი აქვს, რომ 2019 წლისგან განსხვავებით, პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.

ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადელებმა უნდა აირჩიონ, თუ როგორ გაგრძელდება ბრძოლა კოვიდთან და დაიწყება უკეთესი მომავლის შენება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის წარმატებით დასრულება და ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მთავრობა ამ კრიზისის დროს ბოლომდე მის გვერდით იდგება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ტრუდოს ოპოზიციური, ახალი  მემარცხენე დემოკრატიული პარტია უჭერდა მხარს.  იქნებოდა ეს კანონების მიღება, ბიუჯეტის დამტკიცება თუ კორონავირუსის გამო საგანგებო თანხების გამოყოფა. თუმცა ბოლოს დროს ტრიუდოს აღარც ოპოზიცია ემხრობოდა. ოპოზიციური პარტიები ლიბერალებს  დღევანდელი მდგომარეობის სათავისოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend