მთავარიამერიკაჰაიტიჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1400-ს გადასცდა

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1400-ს გადასცდა

ჰაიტიზე 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1400-ს გადასცდა. მაშველები ჩქარობენ, ნანგრევებში გადარჩენილები იპოვონ, სანამ კუნძულს ტროპიკული შტორმი „გრეისი“ დაატყდება თავს. ბოლო ინფორმაციით, ჰაიტის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმები უკვე დაიწყო.

საჯარო დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელ ჯერი ჩენდლერის განცხადებით, საავადმყოფოებში მიყვანილი 2800 დაშავებულია აღრიცხული. თუმცა მისი თქმით, დაზარალებული ადამიანების რიცხვი გაცილებით მეტია, ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ჯერ კიდევ ეძებენ.

ნახევარსფეროს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ყველზე ღარიბ ერს თავს დაატყდა ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც თითქმის სრულად გაანადგურა რამდენიმე ქალაქი და მეწყრული პროცესებიც გამოიწვია.  გადარჩენილები ზოგიერთ რაიონში იძულებულნი გახდნენ, ქუჩაში ან საფეხბურთო მოედნებზე გაეთიათ ღამე. როგორც ცნობილია, საავადმყოფოები გადატვირთულია დაზარალებულებით. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიასაც ებრძვიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend