მთავარიევროპაბელარუსიბელარუსი სპორტსმენი თავს პოლონეთს აფარებს

ბელარუსი სპორტსმენი თავს პოლონეთს აფარებს

ოლიმპიური ნაკრების მეთაურების კრიტიკის შემდეგ და მთავრობისგან შურისძიების შიშით, ბელარუსი სპორტსმენი თავს მეზობელ პოლონეთს აფარებს.

ვარშავაში მდებარე ოლიმპიურ ცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას კრისტინა ციმანოვსკაია იხსენებს, თუ როგორ სთხოვა იაპონელ პოლიციელებს დახმარება.

„აეროპორტში ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით პოლიციელებს მათ ენაზე დახმარება ვთხოვე, თავდაპირველად, ისინი დაიბნენ, ეგონათ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი ან რაიმე ნივთი დავკარგე. შემდეგ ფურცელზე დავუწერე, რომ ქვეყნიდან ჩემი ნების საწინააღმდეგოდ მაიძულებდნენ გასვლას და პოლიციის დახმარება მესაჭიროებოდა“, – ამბობს სპორტსმენი კრისტინა ციმანოვსკაია.

სოციალურ მედიაში გუნდის მეთაურების კრიტიკის შემდეგ, ბელარუსი სპორტსმენს თავდაპირველად შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება აუკრძალეს, შემდეგ კი უკან სამშობლოში დაბრუნება უბრძანეს.

ბელარუსში კი მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებების მიერ მის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო.

მოვლენათა ამ ფონზე კი სპორტსმენმა სამშობლოში დაბრუნება გადაიფიქრა.

ბელარუსი სპორტსმენის ისტორიას გამოხმაურება გლობალური მასშტაბით მოჰყვა და ბელარუსში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისი მსოფლიოს მასშტაბით დისკუსიის საგანი კიდევ ერთხელ გახდა.

ბელარუსში პოლიტიკური კრიზისი 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ალექსანდრ ლუკაშენკომ მოიპოვა, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას კი დასავლეთი არ აღიარებს.

საპროტესტო გამოსვლების ფონზე ქვეყნის ხელისუფლებამ 35 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა. ალექსანდრ ლუკაშენკო ბელარუსს უკვე თითქმის 30 წელია მართავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend