მთავარიევროპაპოლონეთიისრაელმა ვარშავიდან დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიწვია

ისრაელმა ვარშავიდან დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიწვია

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დაამტკიცა კანონი, რომელიც ებრაელებს ურთულებს მეორე მსოფლიო ომის დროს დაკარგული ქონების დაბრუნებას. მიღებული კანონის გამო ისრაელმა  ვარშავიდან დიპლომატიური წარმომადგენლობა გაიწვია.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა აღნიშნულ ქმედებას ანტისემიტური უწოდა. მისი განცხადებით, პოლონეთი ამ კანონის მიღებით გახდა ანტიდემოკრატიული და არალიბერალური ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ტრაგედიას.

ახალი კანონი ეხება ჯერ ნაცისტური გერმანიის, ხოლო შემდეგ კომუნისტების მიერ მითვისებულ საკუთრებას. ამ კანონის მიხედვით, ქონების დაბრუნება მითვისებიდან მხოლოდ 30 წლის განმავლობაშია შესაძლებელი.

ხალხს ქონება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოერთვა, შესაბამისად, ქონების დაბრუნების მრავალი მოთხოვნა ახლა უკვე აღარ დაკმაყოფილდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend