მთავარიაზიაავღანეთიახალი (ძველი) ავღანეთი

ახალი (ძველი) ავღანეთი

თალიბანი ავღანეთს აკონტროლებს - რას გეგმავს ორგანიზაცია?

ავღანეთის მთავრობის გადადგომის შემდეგ თალიბანის მეომრები ქვეყნის დედაქალაქ ქაბულს აკონტროლებენ. ავღანეთის მოქალაქეების ნაწილი კი ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას ცდილობს.

ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირე სახელმწიფოების არმიების მიერ გაწვრთნილი ავღანეთის არმია სწრაფად დაიშალა.

თალიბანის მებრძოლებმა ავღანური არმია ქვეყნიდან უცხოური ჯარების გასვლამდე დაამარცხეს. ქვეყანა დატოვა პრეზიდენტმა, აშრაფ ღანმა, მასთან ერთად სამშობლო დატოვეს მთავრობის წევრებმა. ათასობით ავღანეთის მოქალაქე კი ჯერ კიდევ უშედეგოდ ცდილობს ქვეყნის დატოვებას.

თალიბანის წევრები კი დროს არ კარგავენ და ქვეყანაში ახალი რეალობის დადგომის ფონზე უკვე მომავალი მთავრობის შემადგენლობაზე საუბრობენ.

„ჩემი აზრით, ავღანელი ერის მოთხოვნა ინკლუზიური მთავრობის შექმნაა. ავღანელ ერს სწორედ ეს სურს. ჩვენს მეომრებს ყველა დასახლებაში მოსახლეობა ეგებებოდა და შესაბამისად, ეს მოსახლეობის ჩვენდამი მხარდაჭერის დასტურია. სწორედ ამ მხარდაჭერამ უზრუნველყო ჩვენი ასეთი სწრაფი გამარჯვება. ჩვენ ხომ 20 წლის განმავლობაში ოკუპირებულნი ვიყავით“, – აცხადებს თალიბანის პოლიტიკური პრესმდივანი სუჰაილ შაჰინი.

ქაბულში ამ მომენტისათვის სიმშვიდე სუფევს, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა საცხოვრებელ სახლებში იმალება.

ქაბულში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და ის ავღანეთის სხვა ქალაქებთან შედარებით გაცილებით მდიდარია.  თალიბანის წევრები განათლების სფეროსთან დაკავშირებითაც საუბრობენ.

”ჩვენ პატარა ბიჭებისა და გოგოების მიერ განათლების მიღების წინააღმდეგნი არ ვართ. ემირატის პოლიტიკა ყველას განათლებას გულისხმობს. მთავარია, შარიათის დებულებები არ დაირღვეს. ყველა ასაკის გოგოს ჰიჯაბის ტარება მოეთხოვება, დანარჩენი პრობლემას არ წარმოადგენს“, – აცხადებს თალიბანის წევრი მალავი ჯანათი.

თალიბანის ბევრ მეომარს თანამედროვე ქალაქი არ უნახავს, ბევრი მათგანი წყლისა და ელექტროენერგიის არმქონე რეგიონში გაიზარდა.

ათასობით თალიბანის მებრძოლი კი ავღანეთის მთავრობის დაცემისა და პოლიციის დაშლის ფონზე ციხეებიდან გამოუშვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend