მთავარიმსოფლიორუსეთისა და ჩინეთის არმიებმა ერთობლივი სამხედრო მანევრები ჩაატარეს

რუსეთისა და ჩინეთის არმიებმა ერთობლივი სამხედრო მანევრები ჩაატარეს

ჩინეთის ქსინგ ტონგსიას რეგიონში რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრები, ორი სახელმწიფოს არმიების, ერთობლივი სამხედრო მანევრების დასკვნით ნაწილს დაესწრნენ.

სამხედრო მანევრებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო სამხედრო შენაერთები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ორი სახელმწიფოს არმიების შორის თანამშრომლობა კარგად ვითარდება.

„რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიების ერთობლივი წვრთნები უკვე რეგულარულად ტარდება. ჩვენმა სახელმწიფოებმა, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთავსებადობის მაღალ ხარისხს მიაღწიეს. მომავალი საერთო საქმიანობისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით ორი სახელმწიფოს მიერ ერთობლივი სამხედრო მანევრების ჩატარება რეგულარული ხასიათის მოვლენაა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და რუსეთის ფედერაცია მოკავშირე სახელმწიფოები არ არიან, მაგრამ ორი სახელმწიფოს არმიები სამხედრო დაგეგმარების მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს.

როგორც პეკინში ასევე მოსკოვში, სამხედრო და საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაშინგტონის ზეწოლისათვის წინააღმდეგობის ერთობლივად გაწევის აუცილებლობაზე საუბრობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend