მთავარიევროპადანიადანიის ხელისუფლება ავღანეთში დანიის საელჩოში დასაქმებულ 45 ავღანელ თარჯიმანს ქვეყნიდან გაიყვანს

დანიის ხელისუფლება ავღანეთში დანიის საელჩოში დასაქმებულ 45 ავღანელ თარჯიმანს ქვეყნიდან გაიყვანს

დანიელი კანონმდებლები იმ 45 ავღანელი მოქალაქის ევაკუაციაზე შეთანხმდნენ, რომლებიც დანიის მთავრობასთან მუშაობდნენ. მათ დანიაში 2-წლიანი ცხოვრების უფლებას მისცემენ. გადაწყვეტილება ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ქაბულში დანიის საელჩოში თარჯიმნებად მუშაობდნენ.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი აღნიშნავს, რომ დანია ავღანეთში 2 ათლწლეულის განმავლობაში იყო წარმოდგენილი. მათ ჰყავდათ დასაქმებული ადგილობრივი თანამშრომლები და ქვეყანა ვალდებულია, მათზე პასუხისმგებლობა აიღოს. ამ შეთანხმებით კი, რომელიც მათ მიიღეს, ასრულებენ თავიანთ მოვალეობას.

დანიამ, როგორც დასავლეთის სხვა ქვეყნებმა, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, ავღანეთიდან დარჩენილი საჯარისო ნაწილები გაიყვანა. დანიამ ქაბულში საელჩო 2006 წელს გახსნა.

ამავდროულად, ავღანეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გერმანიამ, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა შეაჩერეს ავღანელი მიგრანტების დეპორტაცია. ამჟამად გერმანიაში იმყოფება  დაახლოებით 30 000 ავღანელი, რომლებმაც ქვეყანა უნდა დატოვონ. თუმცა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ჯერჯერობით ეს პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირიდან დაახლოებით 1200 ავღანელი გააბრუნეს, მათგან 1000 თავისი ნებით წავიდა, 200 კი – იძულებით გაუშვეს ქვეყნიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend