მთავარიევროპასაბერძნეთიმოხალისეები ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულ ძაღლებზე ზრუნავენ

მოხალისეები ტყის ხანძრების შედეგად დაზარალებულ ძაღლებზე ზრუნავენ

საბერძნეთის ძაღლთა თავშესაფარში ცხოველების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ტყის ხანძრების შედეგად მათ დამწვრობები და შოკისა თუ გადაღლილობის ნიშნები აღენიშნებათ.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი სითბური ტალღის გამო საბერძნეთში დამანგრეველი ხანძრები გაჩნდა.
ათენში მდებარე მიტოვებულ კარიერებში, რომლებიც ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა დროებით თავშესაფრებს გადასცა, მოხალისეებმა ის ასობით ცხოველი შეიფარეს , რომლებიც დაშავდნენ ან  სახლებიდან გამოაგდეს.
როდესაც ცეცხლი ტყეში გავრცელდა და დედაქალაქის მახლობელ უბნებს მოედო, ათასობით ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუწია, ზოგიერთმა მათგანმა კი, შინაური ცხოველი მიატოვა.

სამაშველო ჯგუფ “ძაღლების ხმის“  დამფუძნებელმა, ელენა დედემ დროებითი თავშესაფარი მოაწყო.

„აქ ტყის ხანძრების შედეგად დაშავებული ცხოველებისთვის ვართ. მათ დროებით აქ ვაცხოვრებთ, ვეტერინარული დახმარებით უზრუნველვყოფთ, და შემდეგ, თუ არავინ მოაკითხა,  თავშესაფრებში გადაგვყავს, რათა მათ ახალი პატრონები გამოუჩნდნენ. ჩვენთან მოიყვანეს ბევრი ცხოველი, რომელთაც თათები და კანი დამწვარი აქვთ. ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ ჰოსპიტალიზებულია. ამ დროისთვის 16 ცხოველი მძიმედ არის სუნთქვისა თუ დამწვრობის პრობლემების გამო. აქ ცხოველების უმრავლესობა სტრესის ქვეშაა, შოკირებული და მოთენთილია“, – განაცხადა ელენა დედემ.

თავშესაფარში ათობით მოხალისე უზრუნველყოფს, რომ ძაღლებს საკმარისი საკვები, წყალი, ვეტერინარული მომსახურება ჰქონდეთ. ისინი ძაღლების ვარჯიშსაც არ ივიწყებენ.

„აქ ველური ტყეების განადგურებამ, ხანძრებმა და ძაღლების დახმარების საჭიროებამ მომიყვანა. ძაღლებზე უნდა ვიზრუნოთ, ჩვენ ადამიანები ვართ და ასეთ დროს, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. მათ უნდა მივცეთ სიყვარული, სითბო და ის, რაც სჭირდებათ. აქ დღეში 13-14 საათს ვატარებ, დილიდან ღამემდე. აქ ყველა ცდილობს, ძაღლებისთვის ყველაფერი გააკეთოს, იზრუნოს მათზე, აჩუქოს მათ სიყვარული. ჩვენი გზავნილია, რომ ერთმანეთს ამ რთულ დროს დავეხმაროთ“, – ამბობს მოხალისე, სტელიოს დერვოსი.

მიუხედავად იმისა, რომ ხანძრების მხრივ მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა,  რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საბერძნეთში ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფის გამო საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend