მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლტოლვილ ბავშვთა ნაწილი სამშობლოს ოჯახის გარეშე ტოვებს

ლტოლვილ ბავშვთა ნაწილი სამშობლოს ოჯახის გარეშე ტოვებს

ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე ლტოლვილი ბავშვები ახალ ცხოვრებას ეგუებიან. ისინი აქ, თავიანთი ქვეყნიდან შორს, მარტო, მშობლებისა და ოჯახის გარეშე აღმოჩნდნენ. ისინი პრობლემებს ისეთი ქვეყნებიდან გამოექცნენ, როგორებიცაა სირია, ერიტრეა და ავღანეთი.

მათ ნახეს ის, რაც არცერთ ადამიანს, მით უმეტეს, ბავშვს, არ უნდა ჰქონდეს განცდილი.

„სამშობლოში ამ ბავშვებს ხშირ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას აიძულებენ. აქ ბევრი ავღანელი ახალგაზრდა გვყავს, რომლებსაც  ეუბნებიან, რომ, როგორც კი 14 წლის გახდებიან, თალიბანი აიყვანს. მათი ოჯახები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ისინი იქაურობას მოაშორონ და უსაფრთხო ადგილას წაიყვანონ.
დღემდე გაოცებული ვარ, როგორ შეძლეს და გაუძლეს მათ ამ სირთულეს. ბავშვები მხიარულები არიან, თუმცა დგება მომენტები, როდესაც ვსაუბრობთ და ისინი გულწრფელად ჰყვებიან თავიანთ ამბებს. მათ ნანახი აქვთ, როგორ დახვრიტეს მათი მშობლები, როგორ დაიხრჩვნენ მათი თანამგზავრები… ეს მათზე უზარმაზარ კვალს ტოვებს“, – ყვება ბრიჯიტ ჩეპმენი „ლტოლვილთა კავშირის კავშირი“.

კენტში მდებარე თავშესაფარში მოხალისეები ლტოლვილებს დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარებს ასწავლიან, მაგალითად, საჭმლის კეთებას, დასუფთავებას, ბიუჯეტის შედგენას, ჯანსაღ ურთიერთობებს.
ჰადი ავღანეთიდან 5 წლის წინ ჩამოვიდა, ახლა იგი 21 წლისაა.

„სამშობლოს გასართობად არავინ ტოვებს, ისინი არც უცხო ქვეყანაში ჩამოსვლით იქმნიან საფრთხეს უმიზეზოდ.  ყველამ იცის, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. მე იქ მყავს ოჯახი, თუმცა არ ვიცი ახლა სად არიან. აქ რაც ჩამოვედი, მათთან კონტაქტი აღარ მაქვს. მე ისინი დავკარგე.
მომწონს ჩემი ცხოვრება, მუდმივად ვმუშაობ. ვცდილობ, წარსულზე ბევრი არ ვიფიქრო, თუმცა არასოდეს დამავიწყდება, მთელი ცხოვრება მემახსოვრება,” – ყვება ლტოლვილი ჰადი ორიახეილი.

თავშესაფრის 10-დან ერთი მაძიებელი ბავშვია, რომელსაც მეთვალყურე არავინ ჰყავს. იგი ინგლისის არხებს პატარა ნავით კვეთს.
ბრიტანეთის მთავრობა ყველას  საცხოვრებლით ვერ  უზრუნველყოფს. აქტივისტების თქმით, ბავშვთა დიდი ნაწილი დახურულ სასტუმროებში ხვდება.

სასტუმროს, რომელიც ზღვას გადაჰყურებს, დაცვის თანამშრომლები აკონტროლებენ. პატარა ბიჭები ფანჯრიდან იყურებიან. ბავშვები ასეთ ადგილას არ უნდა ხვდებოდნენ. მომავალში ეს კანონით აიკრძალება.

„უკვე წელიწადზე მეტია, რაც ლტოლვილი ბავშვების შესახლებას ვადევნებთ თვალს. ამ საცხოვრებლებს ძირითადად დაცვის თანამშრომლები მართავენ. მათ კი შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ. მათგან მხოლოდ ცოტას  აქვს მინიმალური გამოცდილება, თუ როგორ უნდა მართო საცხოვრებელი, სადაც დაუცველი ხალხი ცხოვრობს“,- ამბობს „ადამიანთა უფლებების კავშირის“ დამფუძნებელი, მედი ჰარისი.

ბრიტანეთის მთავრობამ ევრონიუსს განუცხადა, რომ სასტუმროების ამ მიზნით გამოყენება მალე დასრულდება.

კამპანიის მონაწილეები კი შიშობენ, რომ არაფერი შეიცვლება და კიდევ ერთი თავი დაიწერება ამ ბავშვების ბნელი ისტორიის შესახებ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend