გერმანიაში პოლიტიკური პარტიები ემზადებიან ბუნდესტაგის არჩევნებისთვის, რომელიც სექტემბერში გაიმართება. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ლიდერობს მოქმედი კანცლერის ანგელა მერკელის პარტია „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი“, მეორე ადგილს „მწვანეთა პარტია“ იკავებს. როგორც ცნობილია, მომავალ არჩევნებში ანგელა მერკელის ნაცვლად კანცლერობის კანდიდატი „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირიდან“ არმინ ლაშეტი იქნება.
გერმანიაში სექტემბერში გასამართი არჩევნებისთვის ემზადებიან. მათ შორისაა გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია, რომელმაც თავისი წინასაარჩევნო კამპანია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ ბრძოლით დაიწყო.
პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერი ტინო ხრუპალა ამბობს, რომ ეს არის შიშისა და ტერორის ინდუსტრია და გერმანიაში სწორედ ასეთ შიშსა და პანიკაზე ქმნიდნენ პოლიტიკას. ეს შიში შეიძლება იყოს ბირთვული ენერგიის, კლიმატური აპოკალიფსის, ფრინველისა თუ ღორის გრიპის, გლობალური დათბობის, წიაღისეული საწვავისა და, რა თქმა უნდა, კორონავირუსისა.
წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულია „მწვანეთა პარტიაც“. წინასწარი გამოკითხვებით, ისინი ამჟამად მეორე ადგილს იკავებენ ანგელა მერკელის პარტიის შემდეგ.
ანალენა ბერბოკი, კანცლერობის კანდიდატი „მწვანეთა პარტიიდან“, აღნიშნავს, რომ მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ მომავალში. პირველ რიგში, მათ უარი უნდა თქვან ქვანახშირის მოხმარებაზე, ინვესტიციები კი ქარის ენერგიის გამოსაყენებლად უნდა განახორციელონ. ეს მხოლოდ დაპირება კი არ უნდა იყოს, არამედ ქარის ტურბინები რეალურად უნდა ააშენონ. მისი თქმით, სახურავებზეც მზის პანელებია საჭირო.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. პარტიაში განაცხადეს, რომ კანცლერობის კანდიდატი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის გუბერნატორი არმინ ლაშეტი იქნება.