მთავარიგადაცემებიბიზნესპლანეტაევროპის პლატფორმა ინოვაციასა და კვლევას უწყობს ხელს

ევროპის პლატფორმა ინოვაციასა და კვლევას უწყობს ხელს

ყოველ წელს ევროკავშირი მილიარდობით ევროს ხარჯავს კვლევასა და ინოვაციაზე. მაგრამ როგორია ამის შედეგი? და რამდენად შეუძლიათ კერძო ინვესტორებს ამაში ჩაერთონ?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად „ევრონიუსი“ ირლანდიაში ჩავიდა, სადაც თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ როგორ მიმართავს ონლაინჰაბი ახალ ინვესტიციებს  ევროკავშირის დაფინანსებული კვლევებისკენ და როგორ მოახერხა ერთმა სამედიცინო ტექნოლოგიურმა კომპანიამ, მიზანშეწონილი დახმარების წყალობით, უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა.

ირლანდიური კომპანია RedZinc-ი ვიდეოტელემედიცინის სექტორის წარმომადგენელია. მისი პროგრამული სისტემები და აპარატურა მედიცინის მუშაკებს საშუალებას აძლევს, პაციენტსა და ერთმანეთს ერთდროულად ეკონტაქტონ.

ჯილდოს მფლობელმა ტექნოლოგიამ პანდემიის დროს ძალიან დიდი როლი შეასრულა, რადგან ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს დისტანციურად დიაგნოზისა დასმისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალება მისცეს.

პანდემია ამ კომპანიისთვის  ტრამპლინი გამოდგა. დონალ მორისი RedZinc-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ამბობს, რომ იმ სასწრაფო დახმარებასა და მედიკოსებზე გათვლილ მოძრავი ვიდეოებს, რომლითაც ბიზნესი დაიწყეს „ახლა რეანიმაციაშიც და კოვიდის საიზოლაციო ოთახებშიც იყენებენ. ეს დროული დახმარებისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა, რაც, პირველ რიგში, პაციენტის ინტერესს ემსახურება.“ ,

ირლანდიის ჯანდაცვის სექტორის მესვეურები ამბობენ, რომ ტექნოლოგია მომსახურების კუთხით რევოლუციას ახდენს.

მარტინ კარლეი, ირლანდიის საჯარო ჯანდაცვის უწყების ციფრული ტრანსფორმაციისა და ინოვაციის დირექტორი:

„ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ ჯანდაცვა სხვადასხვა საჭიროებას მოვარგოთ. სასწრაფო დახმარების მუშაკებს შეუძლიათ, ნებისმიერ დროს წამოიწყონ ვიდეოზარი საგანგებო ვითარების ბრიგადასთან, შემდეგ ორივე  ერთად უკავშირდება პაციენტს, აფასებენ მის მდგომარეობასა და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებენ.“

RedZinc-მა  2 მილიონი ევრო მიიღო ევროპის Horizon 2020-ის  პროგრამიდან.

მაგრამ ახლახან, ონლაინჰაბის „ჰორიზონტის შედეგების პლატფორმის“ [Horizon Results Plartform] წყალობით, მან  კერძო ინვესტორებზე გასვლა შეძლო.

დონალ მორისი, RedZinc-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი:

„ეს პლატფორმა ძალიან ხელსაყრელი გამოდგა ჩვენი ბიზნესისთვის. უპირველეს ყოვლისა, მან საშუალება მოგვცა, კავშირი დაგვემყარებინა კერძო ინვესტორებთან მთელი ევროპის მასშტაბით. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ინვესტორი ვიპოვეთ. შედეგად ახლა კერძო ინვესტორების სპეციალურ პლატფორმაზე გავდივართ, რომ ჩვენი ბიზნესი გავაფართოოთ.“

Horizon-ის პლატფორმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევებისა და ინოვაციების წახალისებას ემსახურება. მისი მიზანია, ევროპის ყველაზე ინოვაციური დამწყები ბიზნესები და სიახლის მაძიებელი  ინვესტორები ერთმანეთთან დააკავშიროს.

კირილ დემარია, ვენჩურული კაპიტალის ფონდის მენეჯერი და EDHEC-ის ბიზნესსკოლის ასოცირებული პროფესორი Horizon-ის პლატფორმას დადებითად აფასებს:

„ჰორიზონტის პლატფორმა დიდებულია, რადგან ერთი სარკმლის პრინციპით მოქმედებს, რომელიც საშუალებას მაძლევს, რომ ერთდროულად მრავალი შესაძლებლობა ვნახო და მერე გავფილტრო. გარდა ამისა, მთელ ევროპაზე მაქვს წვდომა, რაც ჩემი ოფისიდან არ შემიძლია.“

დონალ მორისი, RedZinc-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბიზნესის გაფათოებას აპირებს:

„ჩვენი ბიზნესის შემდეგი ნაბიჯი გაფართოება იქნება.  ევროპაში ასობით სასწავლო საავადმყოფოა, სადაც კორონავირუსის გამო სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამები შეჩერებულია. ჩვენი საქმე ახლა ამ დაბრკოლების აღმოფხვრაა.“

ავტორი: პოლ ჰაკეტი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend