მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

რადიკალმა მემარჯვენე პოლიტიკურმა პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ჩრდილოეთ გერმანიის მეკლენბურგ-პომერანიის რეგიონში საარჩევნო კამპანია გახსნა. პარტია ბუნდესტაგში პირველად 2017 წელს მოხვდა, როდესაც ამომრჩეველთა 12.6% პროცენტის მხარდაჭერა მიიღო, ამჟამად კი ის ყველაზე დიდი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიაა.

პარტიის ლიდერი, ალის ვაიდელი საარჩევნო კამპანიის პირველ დღეს სიტყვით გამოვიდა და ამომრჩეველს მიმართა.

„ ჩვენ ამომრჩეველს განსხვავებულ მოდელს ვთავაზობთ, გერმანიას, სადაც ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და წინ მივიწევთ. ჩვენ გვსურს, გერმანია სადაც ერთმანეთს პოლიტიკური წარმატებისათვის, წარსულის მიზეზით არ განვსჯით და ჩვენს შორის უთანხმოებებს საერთო მომავლის ხათრით ამოვწურავთ“,  – განაცხადა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერმა ალის ვაიდელმა.

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ დაარსების დღიდან უფრო და უფრო მემარჯვენე პოლიტიკური მიმართულებით ვითარდება, თუმცა მისი მხარდაჭერა ამ მომენტამდე 10 იდან 12% პროცენტს აღწევს.

პარტიამ 2015 წელს ქვეყანაში მიგრანტთა დიდი რაოდენობით შესვლა სათავისოდ გამოიყენა და პოლიტიკური დღის წესრიგი ამ საკითხის გარშემო ააგო.

წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო გერმანიის „მწვანეთა პარტიამაც“. პარტიის კანცლერობის კანდიდატმა ანალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პარტია კლიმატის ცვლილებებთან და განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს მიანიჭებს პრიორიტეტს. პარტიის კანცლერობის კანდიდატი, ანალენა ბაერბოკი მომავალ არჩევნებს გადამწყვეტს უწოდებს.

„ჩვენ აღარ უნდა დაველოდოთ პოლიტიკოსების მიერ უკეთესი მომავლის შესახებ დაპირებების გაცემას. დაპირებებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკეთესი ჯანდაცვისა და განათლების სისტემა გვექნება, გარემო და ბუნება კი დაცული. ეს გადამწყვეტი არჩევნებია, ამ არჩევნებით ჩვენი უკეთესი მომავლის ბედი წყდება“,  – განაცხადა „მწვანეთა პარტიის“ კანცლერობის კანდიდატმა ანალენა ბაერბოკიმ.

გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი, ანგელა მერკელი მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. მისმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქრისტიან-დემოკრატიულმა“ პარტიამ კანცლერობის კანდიდატად ჩრდილოეთ რაინ ვესტფალიის გუბერნატორი არმინ ლაშეტი წარადგინა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend