მთავარიაზიაიაპონიატოკიოს ოლიმპიადა დასრულდა

ტოკიოს ოლიმპიადა დასრულდა

ოლიმპიადის დასრულებასთან დაკავშირებით გაშვებული ფეიერვერკის სანახავად ხალხი ტოკიოს ეროვნულ სტადიონთან შეიკრიბა.

მაყურებელთა ნაწილის თქმით, ოლიმპიადის ეკრანებიდან ყურება მეტად უჩვეულო გამოცდილება იყო.

„ვინაიდან მაყურებელი ოლიმპიადაზე არ დაიშვებოდა, თამაშებს ტელევიზორით ვუყურებდით. ხალხი რომ არ ესწრებოდა, სპორტსმენებისა და მწვრთნელის სუნთქვაც კი ისმოდა. ეს კარგია. რაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, დადებითი კუთხით უნდა შევხედოთ ყველაფერს“, – ყვება ტოკიოს მკვიდრი, ტაეკო ფუკუიამა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის, მოსახლეობის პროტესტისა და ადმინისტრაციული პრობლემების ფონზე, ოლიმპიური თამაშების ჩატარება იაპონიისათვის ლოგისტიკურ და სამედიცინო თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენდა. ტოკიოს ოლიმპიადისას, თამაშების ისტორიაში პირველად, სპორტსმენთა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს აქტიურად  განიხილავდნენ.  თავად ოლიმპიადის ფარგლებში კი ჩვენ ვიხილეთ როგორც შესანიშნავი წარმატებები, ასევე გამაოგნებელი დამარცხებები.

„ვფიქრობ, რომ სამ წელიწადში, როდესაც პარიზის ოლიმპიური თამაშები გაიმართება, კორონავირუსის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებული იქნება. იმედი მაქვს, რომ ამასობაში პირბადეებს მოვისვრით, ადამიანებთან ურთიერთობას შევძლებთ და ერთმანეთს ჩავეხუტებით“, – აცხადებს ტაეკო ფუკუიამა.

მაყურებელთა ნაწილი თვლის, რომ მიუხედავად არაჩვეულებრივი თამაშებისა, პანდემიის გამო ოლიმპიადა საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო.

„შესანიშნავი იყო. მართალია, ბევრჯერ გაჩნდა შეკითხვა, თუ რამდენად კარგი იდეა იყო ოლიმპიადის ჩატარება, თუმცა, როგორც აღვნიშნე, თამაშები არაჩვეულებრივი იყო“, – აღნიშნა ტოკიოს მკვიდრმა, კიო მაცუნაგამ.

მომდევნო ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024 წელს პარიზში ჩატარდება. მანამდე კი ზამთრის ოლიმპიური თამაშები პეკინში 2022 წლის თებერვალში გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend