ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში, სადაც თავდაპირველად გაჩნდა კორონავირუსის ინფექცია, ახალ შემთხვევათა გამოვლენის გამო ქალაქის 11 მილიონ ადამიანს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.
ავსტრალიაში კუინზლენდის შტატში საყოველთაო კარანტინი აღარ მოქმედებს, საფრანგეთი კი ზღვისიქითა ტერიტორიებისთვის მოხალისე ექიმებისა და ექთნების დახმარებას ითხოვს.
საფრანგეთი მოხალისე ექიმებისა და ექთნების დახმარებას ითხოვს ზღვისიქითა ტერიტორიებზე – მარტინიკასა და გვადელუპაში, სადაც საავადმყოფოები კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებითაა გადატვირთული.
გვადელუპაში 100 000 სულ მოსახლეზე 1400 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 6-ჯერ აღემატება საშუალო მაჩვენებელს.
9 აგვისტოდან საფრანგეთის მოქალაქეებს საჯარო სივრცეებით სარგებლობისას და რეგიონებსა თუ ქალაქებში მატარებლით გადაადგილებისას ვაქცინაციის სერტიფიკატის ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ.
კორონავირუსის სერტიფიკატის შემოღებას გასული კვირების განმავლობაში საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ბრიტანეთის მთავრობა კი გეგმავს, გამოიძიოს, რამდენად მაღალია ქვეყანაში კორონავირუსის ტესტების ფასები.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქმეს კონკურენციის ზედამხედველობის სამსახური შეისწავლის.
კუინზლენდში მცხოვრები ავსტრალიელებისთვის კი სასიხარულო ამბავია, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი დასრულდა. თუმცა შტატის გუბერნატორმა კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელების გამო მორიგი შეზღუდვების დაწესება არ გამორიცხა.
ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში, ინფიცირების ახალი შემთხვევების გამოვლენის შემდეგ 11 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება. ქალაქში კორონავირუსის ადგილობრივი გადაცემის 37 და 41 უსიმპტომო შემთხვევა გამოვლინდა.