მთავარისაქართველოსაქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 229 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 469 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 760 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 233 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 432 903-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.36 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.65 % ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.35 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 934 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 390 827-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 948 პირი ემსხვერპლა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend