მთავარიმსოფლიოევროპათურქეთში, საბერძნეთსა და იტალიაში ტყეები იწვის

თურქეთში, საბერძნეთსა და იტალიაში ტყეები იწვის

ევროპის ქვეყნებში კვლავ ხანძრები მძვინვარებს. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თურქეთში, სადაც ხანძარი ტურისტულ ზონებშიც გავრცელდა. ევაკუაცია არის გამოცხადებული საბერძნეთის სოფლებშიც, სადაც ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ჩაქრობა ვერ ხერხდება. ხანძრებს ებრძვიან ასევე იტალიაშიც.

უკვე მეხუთე დღეა, რაც თურქეთში ხანძარი მძვინვარებს. უწყებების წარმომადგენლების თქმით, სტიქიის შედეგად ამ დრომდე რვა ადამიანი არის დაღუპული. ბევრმა სახლი და პირუტყვი დაკარგა. ხანძრის ჩაქრობაში მაშველებს მოხალისეები ეხმარებიან. ანტალიისა და მუღლის კურორტებს ტოვებენ ტურისტები. სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში ევაკუაციაში სამაშველო გემებიც ჩაერთვებიან.

ძლიერი ქარის გამო დასავლეთ საბერძნეთში ხანძრის ჩაქრობა კვლავ ვერ მოხერხდა. ქალაქ პატრასთან ახლოს ოთხ სოფელში ევაკუაცია გამოცხადდა. არაერთმა ადამიანმა სახლი დაკარგა. ხანძრის ჩაქრობაში საბერძნეთის ავიაციაც არის ჩართული.

მაღალი ტემპერატურის გამო ხანძრის ჩაქრობა გართულდა კუნძულ სიციალიაზეც. ადგილობრივი გუბერნატორი დახმარებას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში რვაასზე მეტი მეხანძრეა ჩართული.

ტყე იწვის იტალიის ქალაქ პესკარის მახლობლად მდებარე ნაკრძალშიც.  უწყებების წარმომადგენლები ხანძრის ჩაქრობას თვითმფრინავების საშუალებით ცდილობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend