მთავარისპორტიგურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე ტამერლან ბაშაევი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ჩეხი ლუკას კრპალეკთან დამარცხდა.

ტამერლან ბაშაევმა მეოთხედფინალში ლეგენდარული ტედი რინერი დაამარცხა, გურამ თუშიშვილმა კი ნახევარფინალამდე რაფაელ სილვასა და ტემურ რახიმოვთან მოიპოვა გამარჯვება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელით ვერცხლის მედლები გურამ თუშიშვილის გარდა ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვეს, ოლიმპიური ჩემპიონი კი ლაშა ბექაური გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend