მთავარი ამერიკა აშშ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კოვიდრეგულაციები ამოქმედდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კოვიდრეგულაციები ამოქმედდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პანდემიასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები წარადგინა.

პრეზიდენტმა კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდას ეროვნული ტრაგედია უწოდა.

ახალი რეგულაციების თანახმად ფედერალური მუშაკები ვალდებულნი იქნებიან აიცრან, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ყოველკვირეულად ტესტირება, პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მოუწევთ.

“მე იმედი მაქვს, რომ მოქალაქეთა ის ნაწილი, რომლებიც ინფიცირების მაღალი მაჩვენებლით გამორჩეულ რეგიონებში ცხოვრობს, შეასრულებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებულ რეგულაციებს. მე ამ რეგულაციების შევასრულებ. ჩემი ბრძანების საფუძველზე, ყველა ფედერალურ შენობაში მომუშავე მოქალაქემ პირბადე უნდა ატაროს. პირბადის ტარება ან არტარება პოლიტიკური განცხადება არ არის. პირბადის ტარება თანამოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის არის საჭირო”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსით დაღუპული ადამიანების უმრავლესობა ვაქცინირებული არ იყო.

ვირუსის ახალი სახეობების მზარდი გავრცელების ფონზე კი მოქალაქეთა მიერ აცრაზე უარის თქმა პანდემიის მიზეზით დაუძლურებული ეკონომიკის აღდგენის პროცესს ახანგრძლივებს.

ახალი რეგულაციების უპირველესი ამოცანა სახელმწიფო შემწეობის მიმღები იმ 4 მილიონი მოქალაქის წახალისებაა, რომლებიც ჯერჯერობით არ აცრილან.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend