კატეგორიები

გლობალური დათბობა – კლიმატის მთავრობათაშორისი პანელი იხსნება

გლობალური დათბობა – კლიმატის მთავრობათაშორისი პანელი იხსნება

დღეს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი იხსნება. შემდეგი 2 კვირის განმავლობაში 195-მდე ქვეყნის წარმომადგენლობა მეცნიერებსა და მკვლევრებს ვირტუალურად შეხვდება.

მეცნიერების ახალი ანგარიში 2013 წლის შემდეგ  ყველაზე მასშტაბურია.  ის გლობალური დათბობის საკითხებს ეხება.  ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ანგარიში „განგაშის ზარი“ იქნება ყველა ქვეყნის ხელისუფლებისთვის.

ბოლო 30 წლის განმავლობაში დედამიწაზე გლობალური დათბობის პრობლემაა. მთავრობათაშორისი პანელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელზეც გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი მოგვარების გზებს მეცნიერული თვალსაზრისით განიხილავენ.

მეცნიერებმა ბოლო ანგარიში 2013 წელს წარადგინეს. ანგარიშის მიხედვით, 1950-იანი წლებიდან მოყოლებული გლობალური დათბობის მთავარი მიზეზი ადამიანია. ეს დოკუმენტი საფუძვლად დაედო პარიზის კლიმატის ხელშეკრულებას, რომელიც 2015 წელს გაფორმდა.

დაკავშირებული ამბები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 2050 წლისთვის კიბოს შემთხვევების მკვეთრ მატებას პროგნოზირებს კატარისა და მექსიკის კულტურის წელი ორ ქვეყანას შორის კულტურულ კავშირს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც აძლიერებს
Latest video