მთავარიმსოფლიოევროკავშირის ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრებმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

ევროკავშირის ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრებმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს

სლოვენიაში ბრდოს ციხესიმაგრეში ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრები შეიკრიბნენ.

ნოემბერში დიდ ბრიტანეთში გაეროს კლიმატისადმი მიძღვნილი კონფერენცია უნდა გაიმართოს. მანამდე კი სლოვენიაში ევროკავშირის ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ევროკომისარმა გარემოს დაცვის საკითხებში ვირგინიუს სინკევიჩიუსმა ისაუბრა, თუ რა საფრთხეს უქმნის კლიმატური პრობლემები ადამიანს და რას გულისხმობს ევროკავშირის ნულოვანი დაბინძურების ამბიციური გეგმა.

„გვჭირდება გადაუდებელი მოქმედებები, რომ ჩვენი ამბიციური გეგმა შევასრულოთ. ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად პარიზის ხელშეკრულების მსგავსი რამ გვჭირდება. მინისტრებთან საუბრისას, ყურადღება გავამახვილე იმ პროექტის დადებითი მხარეების შესახებ, რომელიც 2020 წლის შემდგომი გლობალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას შეეხება. ჩვენი მიზანია, 2030 წლისთვის დავიცვათ მიწების მინიმუმ 30 პროცენტი, ხოლო ზღვის – 60 პროცენტი”, – განაცხადა ირგინიუს სინკევიჩიუსმა.

სლოვენიაში გამართული შეხვედრის დროს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა აღნიშნა, რომ კლიმატის კრიზისის მოგვარება უფრო რთულია, ვიდრე მასთან ბრძოლა. შეხვედრა მსოფლიო ფუტკრის დღეს დაემთხვა, ამიტომ მათ ფუტკრების მნიშვნელობასა და დამტვერვის პრობლემებზე ისაუბრეს.

„სლოვენია, როგორც მსოფლიო ფუტკრის დღის ინიციატორი, ფუტკრებსა და დამტვერვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენ, მინისტრები, შეწუხებული ვართ ბუნებრივი დამტვერიანების შემცირებით და იმ შედეგებით, რომლებიც მას მოაქვს ბიომრავალფეროვნებისთვის, ეკოსისტემისა და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა სლოვენიის გარემოს დაცვის მინისტრმა ანდრეი ვიზიაკმა.

მინისტრებმა იმსჯელეს თანამშრომლობის აუცილებლობისა და დროული მოქმედებების შესახებ. შეხვედრა ევროპაში ძლიერი წვიმების შემდეგ რამდენიმე დღეში გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend