მთავარიმსოფლიომსოფლიოში კორონავირუსის ,,დელტა'' შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

მსოფლიოში კორონავირუსის ,,დელტა” შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა გააკეთა. მისი თქმით, ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა კორონავირუსის დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება.  საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 18 ათასს აღემატება, რაც, წინა კვირასთან შედარებით, ორჯერ მეტია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს გებრეიესუსმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მსოფლიო ჯერჯერობით ვერ ახერხებს გლობალური გამოწვევის დამარცხებას. მან ასევე გააკრიტიკა მდიდარი ქვეყნები, რომლებისთვისაც ვაქციენები უფრო მეტად არის ხელმისაწვდომი, ვიდრე ღარიბი ქვეყნებისთვის.

,,ახლა მსოფლიოში ვაქცინის  სამ-ნახევარ მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული.  აქედან მეოთხედზე მეტ ადამიანს მიღებული აქვს მინიმუმ ვაქცინის ერთი დოზა, ეს კარგი ამბავია, მაგრამ არის უსამართლობაც ვაქცინების განაწილების პროცესში. ვაქცინების 75% გადანაწილებულია მდიდარ ქვეყნებზე, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში კი მხოლოდ მოსახლეობის 1% აქვს მიღებული ვაქცინის ერთი დოზა, ზოგიერთი უმდიდრესი ქვეყანა ახლა საუბრობს თავისი მოსახლეობისთვის ვაქცინის მესამე დოზის დამატებაზე, ეს მაშინ, როცა პარალელურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყენაში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ხანდაზმულები და დაუცველი ჯგუფები აგრძელებენ ცხოვრებას ვაქცინის გარეშე“, – განაცხადა ჯანმოს გენერალური დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო მთავრობა დახურულ სივრცეებში ზომების გამკაცრებას გეგმავს.

ამასთან, საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანდაზმულთა თავშესაფრებში და სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაცია სავალდებულო გახდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 459 146 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 12 858 ადამიანი.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ რუსეთში 6 მილიონს გადააჭარბა. ოფიციალური  სტატისტიკის თანახმად, რუსეთი კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით,  აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ყოველდღიურად კორონავირუსის 20 ათასზე მეტი შემთხვევა დასტურდება, ხელისუფლებას შეზღუდვების დამატებითი ზომების შესახებ ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend