მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთის მთავრობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების თვალთვალში ადანაშაულებენ

უნგრეთის მთავრობას ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების თვალთვალში ადანაშაულებენ

ევროპელ პოლიტიკოსებს, უფლებადამცველებსა და ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მავნე პროგრამის საშუალებით უთვალთვალებენ.

საერთაშორისო თვალთვალის შესახებ ინფორმაცია 17-მდე მედიაორგანიზაციის მიერ ჩატარებული მასშტაბური გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი.

ისრაელში კომპანია NSO-ს მიერ შექმნილი ჯაშუშური პროგრამა „პეგასუსის“ მეშვეობით ათასობით მობილურში არსებული სხვადასხვა ინფორმაციის, მაგალითად, ნომრებისა და პირად მონაცემების მოპოვებაა შესაძლებელი.

გამოძიების თანახმად, ამ პროგრამას სხვადასხვა მთავრობა ოპოზიციისა და ჟურნალისტების სათვალთვალოდ იყენებდა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ორშაბათს პრაღაში განაცხადა, რომ თვალთვალი კატეგორიულად მიუღებელია.

„თუ ეს ასეა, მაშინ ეს ყოვლად მიუღებელია და ის ყოველგვარ კანონს ეწინააღმდეგება. ევროკავშირში ჩვენ გვაქვს მედიის თავისუფლება“,  – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ჟურნალისტების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 50 ქვეყნიდან 1 000-ზე მეტი მსხვერპლის იდენტიფიცირება მოხდა. მათ შორის იყო 600-მეტი პოლიტიკოსი და 200-მდე ჟურნალისტი. აქედან მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი უნგრელია. გამოძიების თანახმად, მათ მთავრობა უთვალთვალებს.

უნგრეთში სამმა პარლამენტარმა საგანგებო სესიის მოწვევა მოითხოვა, რომ თვალთვალში მთავრობის სააგენტოების შესაძლო მონაწილეობა შეესწავლა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მან ჯაშუშური პროგრამის გამოყენების შესახებ არაფერი იცის.

„დღეს დილით საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს ვთხოვე, რომ ეს საქმე განიხილოს. ჩვენ გვინდა, გავიგოთ, თუ რომელი საიდუმლო სამსახური შეიძლება იდგეს ამის უკან. თუ ეს მართლა მოხდა. და თუ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ ჩვენ გვაინტერესებს, რომელი საიდუმლო სამსახურია ასეთი საერთაშორისო მოქმედების უკან“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.

პროგრამის შემქმნელი კომპანია „NSO გრუპი“ გამოძიების შედეგად გაკეთებულ დასკვნებს არ ეთანხმება.

მათი განცხადებით, გამოძიება დაუდასტურებელ თეორიებსა და პირად ინტერპრეტაციებს ეყრდნობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend