მთავარი გადაცემები კუბი ვირუსულ პროგრამას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჟურნალისტებსა და აქტივისტების სათვალთვალოდ იყენებდნენ

ვირუსულ პროგრამას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჟურნალისტებსა და აქტივისტების სათვალთვალოდ იყენებდნენ

17-მდე მედიაორგანიზაციის მიერ ჩატარებული მასშტაბური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აქტივისტები, უფლებადამცველები, იურისტები და ჟურნალისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მავნე პროგრამის მსხვერპლნი გახდნენ.

გამოძიების თანახმად, ისრაელში კომპანია NSO-ს მიერ შექმნილ ჯაშუშურ პროგრამულ უზრუნველყოფა „პეგასუსს“ იყენებდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე თვალთვალისთვის.

როგორც გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ჯაშუშური სოფტი, ანუ პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენეს 37 სმარტფონის გასატეხად,  როდესაც მოკლეს საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი. თითოეული გატეხილი სმარტფონი ამ საქმესთან დაკავშირებულ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ეკუთვნოდათ. ტელეფონის ეს ნომრები იმ  50 000 ნომერს შორისაა, რომლებსაც უსმენენ მთავრობები, რომლებიც NSO-სთან თანამშრომლობენ.

ჟურნალისტებმა 50-მდე ქვეყნიდან დაახლოებით 1000-მდე ადამინის იდენტიფიცირება შეძლეს. იმ პირებს შორის, რომელთა ნომრებიც სიაშია შეტანილი და 2016 წლიდან თარიღდება, არიან  „სიენენის“, „ნიუ-იორკ თაიმსის“, „უოლ სტრიტ ჟურნალის“, „ბულმბერგის“, „ლე მონდესა“ და „ალ ჯაზირას“ ჟურნალისტები.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშანალმა“ შეამოწმა 67 სმარტფონი, რომლებიც, სავარაუდოდ, გატეხილი იყო, მათგან 23 დავირუსებული იყო ჯაშუშური ვირუსით.

„პეგასუსი“ – ეს  არის უზრუნველყოფა, რომელიც აქტიურდება ვირუსულ ბმულზე გადასვლის შემდეგ ან პირდაპირ, სმარტფონის მფლობელის ღილაკზე დაჭერის გარეშე. ჯაშუშური პროგრამა აღწევს მოწყობილობაში და ინახავს ტელეფონის იმ ფუნქციებს, რომლებიც იწერს ინფორმაციას კამერიდან, მიკროფონიდან, რუკიდან.

სოფტი, ანუ პროგრამა, აგზავნის ამ ინფორმაციას იმასთან, ვინც დაავირუსა ტელეფონი. ვირუსული ჯაშუშურ სოფტს აქვს ისრაელის ლიცენცია. ამ პროგრამულ უზრუნველყოფას ტერორისტების წინააღმდეგ იყენებენ.

ისრაელის კომპანია უარყოფს, რომ მიჰყიდა ქვეყნების მთავრობებს ეს პროგრამა, თუმცა აზერბაიჯანის მთავრობას უკვე წაუყენეს ბრალდება, რომ ის უთვალთვალებს ასობით აქტივისტსა და ჟურნალისტს.  მედიაორგანიზაციების გამოძიების სიაშია აზერბაიჯანის, ინდოეთის, უნგრეთის, საუდის არაბეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობები.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend