მთავარი ევროპა გაერთიანებული სამეფო ბრიტანეთი ხანდაზმულობის კანონის შემოღებას გეგმავს

ბრიტანეთი ხანდაზმულობის კანონის შემოღებას გეგმავს

ჩრდილოეთ ირლანდიის საზოგადოებამ გააპროტესტა დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს ხანდაზმულობის ვადის შემოღებას იმ დანაშაულზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გამოუძიებელი იყო.

ამ ნაბიჯით შეწყდება სისხლისსამართლებრივი დევნა, როგორც ბრიტანელი ჯარისკაცების, ასევე სამხედრო ჯგუფების წევრების მიერ ჩადენილი მკვლელობების გამო.

”ეს არის რთული და სინამდვილეში მწარე სიმართლე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახლა სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას წარმატებული შედეგი მოჰყვეს. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების დაპირისპირება და გაყოფა მოჰყვა. მსხვერპლთა ოჯახების უმეტესობა ამასთან დაკავშირებით პასუხს ვერ იღებს“, – ამბობს ჩრდილოეთი ირლანდიის სახელმწიფო მდივანი ბრენდონ ლუისი.

ბევრი ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა სამართალწარმოებას.

ამჟამად, ამ ამბავთან დაახლოებით 36 გამოძიებაა დაკავშირებული.

ბევრი მათგანი არმიისა და პოლიციის მიერ ჩადენილ მკვლელობას უკავშირდება. ასევე არსებობს უამრავი გაუხსნელი დანაშაული, რომლებშიც ბრალი სამხედრო ჯგუფებს ედებათ.

ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლია ჯული ჰემბლტონის და, მაქსინი. იგი ბირმინგემში  1974 წელს,  პაბის დაბომბვის დროს, გარდაიცვალა.

”ეს მიუტევებელი დანაშაულია და მასობრივი მკვლელობები გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს. ეს პოტენციურ ტერორისტს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და შესაძლოა, რომ იგი  ჩვენს რომელიმე ქალაქში მოსახლეობას თავს დაესხას. და ამ ყველაფრის შემდეგ იგი დაუსჯელი დარჩეს.”

1972 წლის 30 იანვარს ჩრდილოეთ ირლანდიაში საპროტესტო მსვლელობისას ბრიტანელმა ჯარისკაცებმა 26 ადამიანი დახვრიტეს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend